top of page
Поиск

მწვანე სალათი მსხლით და როქფორით

  • Manana
  • 21 окт. 2016 г.
  • 1 мин. чтения

დღეს მოვამზადებთ ძელიან პიკანტურ და გემრიელ სალათს მსხალით და ყველით როქფორი.

დაგვჭირდება:

1 კონა სალათების მიქსი

1 მწიფე ავოკადო

1 კბილი ნიორი

1 პატარა კონა კონა მწვანე ხახვი

3 მაგარი მსხალი

100 გ პეკანი

100 გ ყველი როქფორი

დრესინგისთვის:

1 ჩ.კ. დიჟნის მდოგვი

შავი წიწაკა

მარილი

1 ჩ.კ. თაფლი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

ნახევარი ლიმონის წვენი

სალათის ფოთლები კარგად გავრეცხოთ, გავაშროთ და მოვათავსოთ ჯამში. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი. მსხალი და ავოკადო დავჭრათ და მოვასხათ ცოტა ლიმონის წვენი, რომ არ გაშავდეს. დავუმატოთ სალათს.

ცალკე კარგად ავთქვიფოთ თაფლი, მდოგვი, ზეთი და დარჩენილი ლიმონის წვენი, დავუმატთ მარილი და წიწაკა. მოვასხათ ეს დრესინგი ჩვენ სალათს და ფრთხილად ამოვურიოთ.

ტაფაზე ოდნავ მოვხალოთ პეკანის თხილი და რომ შეგრილდება, ესეც მოვაყაროთ სალათს. ბოლოს დავუმატოთ დაფშვნილი ყველი როქფორი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean

martividagemrieli.wix.com/goodfood

bottom of page