ლაზანია-სუპი
ნოყიერი, ცხელი წვნიანების სეზონიც მოვიდა. ჩვენც დრეს მოვამზადებთ ძლაინ გემრიელ წვნიანს, რომლიც პასტას მოყვარულებსაც მოეწონებათ, რადგან ლაზანიას არომატები და გემო ექნება.
დაგვჭირდება:
250 გ საქონლის ან შერეული ფარში
1 თავი ხახვი
3 კბილი ნიორი
1 სტაფილო
1-2 ღერი ნიახურის ძირი (თუ სქელი ღეროა, ერთიც საკმარისი იქნება)
პატარა კონა ბაზილიკი
პატარა კონა ორეგანო (ან დანის წვერზე-ხმელი)
პატარაკონა ოხრახუში
1 დიდი ქილა პომიდორი თავის წვენში
1 ს.კ. ტომატ-პასტა
200 გ მოცარელა
100-150 გ პასტა დიტალინი (მოკლე მილები, იდეალურად უხდება ასეთ წვნიანებს, თუმცა შეგიძლიათ ნებიმეისრი სხვა მოკლე პასტა გამოიყენოთ, თქვენი გემოვნებით)
მარილი
შავი წიწაკა
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
20 გ კარაქი
სქელძირიან ქვაბში ზეთში და კარაქში მოვთუშთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და მოვთუშოთ ერთად. შემდეგ ასევე წვრილად დაჭრილი ნიახურის ძირი. საოცარი არომატი რომ დადგება, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ერთი ამოვურიოთ და შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი პომიდორი თავისი წვენით მოვთუშოთ ყველაფერი ერთად ერთი 10 წუთი. ტომატ-პასტა გავხსნათ ერთ ჭიქა წყალში და ისიც ჩავასხათ ჩვენ ქვებში. ვთუშოთ კიდე ერთი 5-10წუთი. შემდეგ დავუმატოთ კიდე 3 ჭიქა მდუღარე წრალი და ვადუღოთ ყველაფერი ერთად ერთი 2 წუთი.
ხორცის ფარში შევაზავოთ წვრილად დაჭრილი მწვანილებით, მარილით, წიწაკით. გამოვძერწოთ პატარა გუფთები და ჩავუშვათ ჩვენ წვნიანში. რომ წამოდუღდება, დავუმატოთ პასტა და ვხარშოთ მზადყოფნამდე.
მირთმევის წინ წვნიან მოვაყაროთ თხლად დაჭრილი ყველი მოცარელა.
გემრიელად მიირთვით!