top of page

სამეფო სენდვიჩი

ორშაბათი მძიმე დღეა. ჰოდა ჩვენც სერიოზული საუზმით დავიწყოთ. მოვამზადოთ სენდვიჩი საინტერესო და ნოყიერი შიგთავსით.

დაგვჭრდება:

3 ნაჭერი პური

2-3 ნაჭერი ბეკონი

2 სოსისი

3 ცალი სალათის ფოთოლი

2 საშუალო შამპინიონი

1 საშუალო პომიდორი

1 კვერცხი

1 ს.კ. მდოგვი

1 ს.კ. მაიონეზი

1 ს.კ. კეტჩუპი

დანის წვერზე

100 გ ყველი გრუიერი

2 ფირფიტა ჰოლანდიური ყველი

20 გ კარაქი

შამპინიონი თხლად დავჭრათ და ოდნავ შევბრაწოთ კარაქში.

ასევე, ოდნავ მოვბრაწოთ ბეკონი და სოსისი.

კვერცხიც შევწვათ თოხლოდ.

ავაწყოთ ჩვენი სენდვიჩი: ერთ ნაჭერ პურს თხლად წავუსვათ კეტჩუპი, შემდეგ დავალაგოთ ზევიდან ჰოლანდიური ყველის ფირფიტები, თხლად დაჭრილი პომიდორი, ბეკონი, შამპინიონი, დავადოთ მეორე ნაჭერი პუდი, გადავუსვათ მაიონეზში ათქვეფილი მდოგვი, შემდეგ დავადოთ სოსისები, ყველი გრუიერი, სალათის ფოთლები, შემწვარი კვერცხი, ზევიდან დავადოთ მესამე ნაჭერი პური და შევდოთ ჩვენი სენდვიჩი 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 5-10 წუთით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page