ნამცხვარი პეკანის თხილით
კიდე ერთი მარტივი და ძლიან გემრიელი ნამცხვრის რეცეპტს შემოგთავაზებთ. პეკანის თხილს თუ ვერ იშოვით, შეგიძლიათ ნიგვზით შეცვალოთ, ასეც ძალიან გემრიელი გამოვა.
დაგვჭრდება:
150 გ კარაქი
150 გ შაქარი
3 კვერცხი
250 გ ფქვილი
2 ს.კ. რომი ან კონიაკი
მწიკვი მარილი
ვანილი
1 ჩ.კ. სოდა ან გამაფხვიერებელი
1 ს.კ. ლიმონის წვენი
150 გ პეკანი
შაქრის პუდრა
კარაქი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, შემდეგ ვანილი, მარილი, ლიმონის წვენში გახსნილი სოდა, რომი და ფქვილი. კარგად ,ოვურიოთ.
პეკანი მსხვილ ნაჭრებად დავჭრათ ან დავამტვრიოთ, ოდნავ მოვხალოთ ტაფაზე, გავაგრილოთ, მოვაშოროთ ზედმეტი კანი და დავუმატოთ ნამცხვარს. მოვურიოთ კარგად და გადავიტანოთ საცხობ ფორმაში.
ფორმას წინასწარ კარგად მოვუსვათ კარაქი ან ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი.
ვაცხობთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთი.
გაგრილებულ ნამცხვარს მოვაყაროთ შაქრის პუდრა. ძალიან უხდება ნაყინი ან კრემი შანტილი (ათქვეფილი ნღების კრემი)
გემრიელად მიირთვით!