top of page

რავიოლი ყავისფერი კარაქის სოუსით ბერ ნუაზეტ


ეს კი რავიოლის ჩემი საყვარელი რეცეპტია.

დაგვჭირდება:

100 გ გახეხილი პარმეზანი

50 გ რიკოტა

ბაზილიკის რამდნეიმე ფოთოლი

მარილი

შავი წიწაკა

ყავისფერი კარაქის სოუსისთვის:

3 ს.კ. კარაქი

6 სალბის ფოთოლი

1-2 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი

პარმეზანი, რიკოტა და ბაზილიკი ავურიოთ ერთმანეთში.

ცომი გავაბრტყელოთ ორ თანაბარ თხელ ფირფიტად.

პრველზე, ერთმანეთისგან 2 სმ დაშორებით, ჩაის კოვზით დავალაგოთ შიგთავსი. ფუნჯით გადავუსვათ რძე ან წყალი, ან კვერცხის გული შიგთავსის ირგვლივ და დავადოთ ზევიდან მეორე ფენა. ხელით დავტკეპნოთ ცარიელი ადგილები, შემდეგ კი დავჭღატ ოთხკუთხედ კვერებად ფიგურული დანით.

მოვხარშოთ რავიოლი 2-3 წუთის განმავლობაშ მარილწყალში, დაბალ ცეცხლზე.

ამასობაში მოვამზადოთ ყავისფერი კარაქის სოუსი, ე.წ. ბერ ნუაზეტ ნივრით და სალბით: საშუალო ცეცხლზე გავალღვოთ კარაქი, სანამ ის არ გაოქროსფერდება და არ შეიძენს თხილის არომატს (სწორედ ამიტომ უწოდებენ ამ სოუსს ბერ ნუაზეტ). დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, გავაჩეროთ კიდ ეერთი-ორი წუთი და დავუმატოთ სალბი. ერთ წუთში გამოვრთოთ ქურა.

ამოვიღოთ რავიოლი თეფშზე, მოვასხათ გადაწურული კარაქის სოუსი, მოვაყაროთ შავი წიწაკა და ცოტაოდენი გახეხილი პარმეზანი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page