ღუმელში შემწვარი ქათამი იტალიური სანელებლებით
წვნიანი, არომატებით სავსე შემწვარი ქათამი კარტოფილის გარნირთან ერთად- საუკეთესო ვახშამი მთელი ოჯახისთვის.
დაგვჭირდება:
1 საშუალო ზომის ქათამი
3 კბილი ნიორი
5-6 კარტოფილი
1-2 ღერი როზმარინი
1 ლიმონი
შავი წიწაკა
მარილი
50 გ კარაქი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
ქათამი კარგად გავრეცხოთ და გავამშრალოთ.
ლიმონის ცედრა, როზმარინი, ნიორი და კარაქი კარგად დავაბლენდეროთ.
კარგად წავუსვათ ეს ნაზავი ქათამს კანის ქვეში ყველგან, სადაც შევძლებთ. ზევიდან კარგად წავუსვათ ქათამს მარილი და წიწაკა.
კარტოფილი კარგად გავრეცხოთ, დავჭრათ მომცრო ზომებად, მივულაგოთ ქათამს, მოვასხათ ცტაოდენი ზეთი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და შევდოთ ყველაფერი ერთად 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათით.
გემრიელად მიირთვით!