top of page

გამომცხვარი შემოდგომის ხილი თაფლით და ნუშით


შაბათს საღამოს ნამდვილი საშემოდგომო დესერტი მოვამზადოთ. არომატული, ჯანსაღი და ძალიან გემრიელი.

დაგვჭირდება:

4 მსხალი

2 ქლიავი

3 ს.კ. რომი ან კონიაკი

100 გ ნუში (ნაწილი მთელ-მთელი და ნაწილი თხლად დაჭრილი)

2-3 ს.კ. თაფლი

0,5 ჩ.კ. დარიჩინი

დანის წვერზე კარდამონი

დანის წვერზე სურნელოვანი წიწაკა

ცოტა კარაქი

მსახალი გავჭრათ შუაზე, ამოვაცალოთ გული. ასევე ქლიავიც გავყოთორად და ამოვაცალოთ კურკა. ნუში ოდნავ მოვხალოთ.

საცხობ ფორმაზე მოვათავსოთ საცხობი ქაღალდი და დავალაგოთ მსხალი და ქლიავი.

გულებში ჩავულაგოთ მთელ-მთელი ნუში, მოვაყაროთ დარიჩინი, კარგადმონი და წიწაკა. იქვე ჩავდოთ პატარ-პატარა კარაქის ნაჭრები, მოვაყაროთ დანარჩენი ნუში და მოვასხათ თაფლი.

გამოვაცხოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20-25წუთი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page