top of page

შოკოლადის მაფინები


ეს ძალიან მარტივი შოკოლადის ნამცხვარი ყველაზე ჭირვეულ ბავშვებსაც კი უყვარს. სწრაფად და ადვილად მზადდება და მშვენიერია საუზმისთვისაც და სკოლის ლანჩისთვისაც.

დაგვჭირდება:

100 გ კარაქი

150 გ შაქარი

200 გ შავი შოკოლადი

2 კვერცხი

1 კვერცხის გული

200 მლ დაბალი ცხიმიანობის ნაღები

200-250 გ ფქვილი

2 ს.კ. კაკაო

მწიკვი მარილი

1 ჩ.კ. სოდა ან გამფხვიერებელი

1 ს.კ. ლიმონის წვენი

ვანილი

შოკოლადი და კარაქი ერთად გავალღვოთ ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში, დავუმატოთ შაქარი, მარილი, კარგად ავთქვიფოთ და რომ შეგრილდება, დავუმატოთ კვერცხი. ეს მასაც ავთვიფოთ, დავუმატოთ ნაღები.

ცალკე ავურიოთ ფქვილი, კაკაო, ლიმონის წვენში გახსნილი გამაფხვიერებელი, ვანილი. ამ მასაში ჩავასხათ კვერცხის მასა და მოვურიოთ ფრთხილად.

გადავიტანოთ ცომი მაფინების ფორმებში ისე, რომ ბოლომდე არ შევავსოთ და გამოვაცხოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page