top of page

ლაზანია სამი ყველით, გოგრით და ისპანახით


გოგრის და ყველის ლაზანია არაჩვეულებრივი საშემოდგომო არჩევანია, ჯანსაღი და გემრიელი. ეს რეცეპტი ჩვენ ვეგეტარიანელ მკითხველებსაც დააინტერესებთ.

დაგვჭრდება:

500 გ ლაზანიას ფირფიტები

1 მომცრო ზომის გოგრა

1თავი ხახვი

2 კბილი ნიორი

200-300 გ ისპანახი

250 მლ რძე

50გ კარაქი

2 ს.კ. ფქვილი

200 გ მოცარელა

200 გ რიკოტა

100 გ პარმეზანი

დანის წვერზე ბაზილიკი

დანის წვერზე ორეგანო

დანის წვერზე ბეგქონდარა

0,5 ჩ.კ. პაპრიკა

დანის წერზე მუსკატი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მარილი

წიწაკა

ზეთში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ან გახეხილი გოგრა, ვთუშოთ, სანამ დარბილდება. შემდეგ დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი და ისპანახი. ერთი-ორჯერ ამოვურიოთ, მოვაყაროთ ბაზილიკი,ორეგანო და ბეგქონდარა, ცოტა მარილი, პაპრიკა და გამოვრთოთ ქურა.

ცეცხლგამძლე ფორმაში ჩავალაგოთ ლაზანიას ფირფიტები, ზევიდან გავანაწილოთ შიგთავსის მესამედი, შემდეგ გავანაწილოთ რიკოტა, მერე ისევ დავალაგოთ ლაზანიას ფირფიტები, ისევ ბოსტნეულის ფენა, ისევ ფირფიტები, დარჩენილი ბოსტნეული, ახლა უკვე ყველი მოცარელა და ზევიდან ბოლო ფენა ლაზანიას ფირფიტები.

მოვამზადოთ სოუსი: ამისთვის სქელძირიან ტაფაზე გავალღვოთ კარაქი, შემდეგ დავუმატოთ ფქვილი და ცოტა მოვხალოთ. დავამატოთ ნელ-ნელა რძე, მუსკატი, წიწაკა და მარილი.

მოვასხათ სოუსი ჩვენ ლაზანიას და მოვაყაროთ ზევიდან გახეხილი პარმეზანი.

გამოვაცხოთ ლაზანია 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page