top of page

ტორტელინი და რავიოლი


ჩვენი დღევანდელი თემა- იტალიური პასტა ტორტელინი და რავიოლია. ამ უგემრიელესი კვერების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება არ არსებობს, მათი მომზადება კი არც ისე რთულია, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ. მართალია, ცოტა მეტი დრო სჭირდება, მაგრამ შედეგი იმდენად გემრიელია, რომ შრომა ამად ღირს!

ტორტელინი (Tortellini) -პატარა იტალიური კვერები ბოლონიიდან.

ფორმით ტორტელინი ჰგავს პატარა გვირგვინებს ან ვარდის ბუტონებს, როგორც თავად იტალიელები ამბობენ.

ლეგენდის თანახმად, პირველად ტორტელინი ახალგაზრდა იტალიელმა მზარეულმა მოამზადა. მან გააკეთა პატარა კვერები და შემოიხვია ცომი ნეკა თითის ირგვლივ, როგორც ამბობენ კვერებს მან თავისი საყვარლის ჭიპის ფორმა მისცა, თუმცა თვითონ ამტკიცებდა, რომ ქალღმერთი ვენერას ბანაობას შეესწრო და სწორედ მისი ჭიპის ფორმა მისცა ამ გემრიელ კვერებს.

ტორტელინის ოფიციალურ რეცეპტურაში გამოყენებულია პარმული ლორი პროშუტო, ბოლონიური ძეხვი- მორტადელა. ყველებიდან - პარმიჯანო რეჯანო და რიკოტა. ასევე კვერცხს და მუსკატს, ხოლო ბოსტნეულიდან ყველაზე ხშრად ისპანახს იყენებენ. ცომს ფქვილის და კვერცხისგან ამზადებენ. იდეალური ტორტელინი დაახლოებით 4 სმ უნდა იყოს დიამეტრში.

თუმცა, ყველა ოჯახში, რა თქმე უნდა, ტორტელინის საკუთარი ვარიაციით ამზადებენ. იტალიელები მათ მიირთმევენ სხვადასხვა სოუსებით, ხშირად წვნიანებში და სალათებშიც იყენებენ.

თუ ტორტელინის ცოში ისპანახს დავუმატებთ, მწვანე კვერებს მივიღებთ, ხოლო თუ ტომატს- წითელს.

ტორტელინისგან განსხავებით, რავიოლი რომელიმე კონკრეტულ რეგიონულ სამზარეულოს არ წარმოადგენს. მათი ფორმაც უფრო მარტივია- მომცრო ზომის ოთხკუთხედი ან ნახევარმთვარის ფორმის კვერები ხორცის, ყველის ან ბოსტნეულის შიგთავსით. ყველაზე პოპულარულია ქათმის ფარში პარმეზანით და ისპანახით.

გთავაზობთ უნივერსალური ცომის რეცეპტს, რომელიც ერთნაირად კარგია ტორტელინის და რავიოლის მოსამზადებლად. ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ამ ცომით სხვადასხვა სახის პასტა, ლაზანიას ფირფიტები და სხვ.

დაგვჭირდება:

2 კვერცხი

4 კვერცხის გული

400 გ ფქვილი

მწიკვი მარილი

1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი

ფქვილი ჩავყაროთ ღრმა ჯამში, ცენტრში გავუკეთოთ ჩაღრმავება და ჩავასხათ ამ ჩარღმავებაში ათქვეფილი კვერცხი, დავუმატოთ მარილი და ზეითუნის ზეთი. დავიწყოთ ცმის მოზელვა ჩანგლით. კიდეებიდან ნელ-ნელა შევურიოთ ფქვილი კვერცხს. ცომის მოზელვა ხელით დავამთავროთ.

გაცილებით გაგიმარტივებთ საქმეს თუ ცომს სპეციალური მიქსერით მოზელთ, მაგრამ ხელით მოზელილი ცომი მიანც განსაკუთრებით გემრიელი გამოდის.

გამზადებული ცომი ერთი 40 წუთი დავასვენოთ და შევუდგეთ ტორტელინის, რავიოლის ან სხვა პასტას მომზადებას.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page