ტორტელინის ნაზი სუპი ნაღებით
დაგვჭირდება:
1 პორცია ტორტელინის ცომი
100 გ გახეხილი პარმეზანი
50 გ რიკოტა
3 კბილი ნიორი
პატარა კონა ისპანახი
დანის წვერზე- ხმელი ბაზილიკი
დანის წვერზე-ორეგანო
300 გ შამპინიონი
1 თავი ხახვი
250 მლ ნაღები
მარილი
წიწაკების მიქსი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
10 გკარაქი
მოვამზადოთ ცომი ტორტელინისთვის. შემდეგ ზეითუნის ზეთში მოვთუშოთ დაჭყლეტილი ნიორი, დავუმატოთ ისპანახი (რამდენიმე ლამაზი ფოთოლი შემოვინახოთ). შევაგრილოთ ისპანახი, დავუმატოთ ბაზილიკი და ორეგანო, მარილი, წიწაკებბი, რიკოტა და პარმეზანი. გამოვძერწოთ ტორტელინი ყველის და ისპანახის შიგთავსით და გადავდოთ ცოტა ხნით.
ხახვი დავჭრათ და მოვთუშოთ კარაქში და ზეთში, შემდეგ დავუმატოთ თხლად დაჭრილი შამპინიონი და ოდნავ მოვთუშოთ ერთად. დავასხათ წყალი, მივიყვანოთ ადუღებამდე და დავუმატოთ გადანახული ისპანახი. რომ წამოდუღდება, ჩავყაროთ ტორტელინი, ვადუღოთ ერთი 3 წუთი, შემდეგკი დავუმატოთ ნაღები, კარგად მოვურიოთ და ესეც მივიყვანოთ ადუღებამდე. დავუმატოთ მარილი და წიწაკები და გამოვრთოთ ქურა.
გემრიელად მიირთვით!