მითბოლები ლიმონით და კარდამონით
ვახშამზე ცოტა აზიური გემოებისკენ გადავიხრებით და მოვამზადებთ უგემრიელს, არომატულ მითბოლებს კარდამონით და ლიმონით ტაჰინის სოუსში.
დაგვჭირდება:
500 გ საქონლის ფარში
1 თავი წითელი ხახვი
2-3 კბილი ნიორი
0,5 ჩ.კ. გახეხილი ჯინჯერი
1 ლიმონის წვენი
2 ლიმონის ცედრა
1 პატარა კონა ქინძი
1 პატარა კონა პიტნა
1 პატარა კონა ოხრახუში
1 კვერცხი
100 გ ტაჰინი
1 ჩ.კ. კარდამონი
დანის წვერზე დარიჩინი
დანის წვერზე პაპრიკა
მარილი
შავი წიწაკა
100 გ გირჩის თესლი (ან ნუში)
150 გ საფანელი
150 გ ყველი ფეტა (ან ნადუღი)
2ს.კ. ზეითუნის ზეთი
20 გ კარაქი
სოუსისთვის:
500 მლ მაწონი
1 ლიმონის წვენი
1 კბილი ნიორი
პატარა კონა მწვანე ხახვი
პატარა კონა პიტნა
პატარა კონა ოხრახუში
პატარა კონა კამა
მარილი
ხორცის ფარშს შევურიოთ წვრილად დაკეპილი ან დაბლენდერებული ხახვი, ნიორი, მწვანილი. შემდეგ დავუმატოთ ფეტა, საფანელი,ლიმონის წვენი და ცედრა, კვერცხი, მარილი, ტაჰინი, სპეციები და გირჩის თესლი (ცოტაოდენი შევინახოთ სოუსისთვის). კარგად მოვურიოთ და გამოვზერწოთ პატარა მრგვალი მითბოლები.
შევწვათ მითბოლები ზეთში და კარაქში, საშუალო ცეცხლზე.
მაწონში შევურიოთ დაჭყლეტილი ნიორი, წვრილად დაჭრილი მწვანილი და ლიმონის წვენი. დავუმატოთ მარილი გემოვნებით და ჩავალაგოთ ამ სოუსში ჩვენი მითბოლები. მოვაყაროთ გადანახული გირჩის თესლი.
გემრიელად მიირთვით!