ნამცხვარი ბოსტონ-კრემი
ჩვენი დღევანდელი ნამცხვარი ვანილის კრემით და შოკოლადით ძალიან გემრიელი და თან მსუბუქია. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ მიირთვათ მაშინაც კი, თუ წონაზე ზრუნავთ.
ბისკვიტისთვის დაგვჭრდება:
5 კვერცხი
150 გ შაქარი
3 ს.კ. რძე
30 გ კარაქი
60 გ სახამებელი
1 ს.კ. ლიმონის წვენი
40 გ ფქვილი
ვანილი
სოდა ან გამაფხვიერებალი
მწიკვი მარილი
კრემისთვის დაგვჭირდება:
300 მლ რძე
3 კვერცხის გული
50 გ შაქარი
2 ს.კ. ფქვილი
2 ს.კ. სახამებელი
ვანილი
შოკოლადის მინანქრისთვის:
120 გ შავი შოკოლადი
120 მლ მაღალცხიმიანი ნაღები
20 გ კარაქი
პირველ რიგში მოვამზადოთ კრემი: ფქვილი და სახამებელი შევურიოთ ერთმანეთს. ცალკე რაგად ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი, შემდეგ დავუმატოთ ფქვილი და სახამებელი და კარგადა ვათქვიფოთ.
ავადუღოთ რძე და ფრთხილად ჩავასხათ ჩვენ კვერცხიან მასაში. თან სულ ვურიოთ. შემდეგ დავდგათ კერმი დაბალ ცეცხლზე, მივიყვანოთ ადუღებამდე, ვადუღოთ 1-2 წუთი, თან კვლავ ვურიოთ. შემდეგ გამოვრთოთ ქურა და დავუმატოთ ვანილი. კარგად ავთქვიფოთ, შემდეგ გადავაპაროთ პლასტიკი, ცოტა შევაგრილოთ და შევდოთ მაცივარში 1-2 საათით.
ამასობაშ მოვამზადოთ ბისკვიტი: კვერცხის ცილა და შაქარი, შემდეგ დავუმატოთ მარილი, თითო-თითო გული, თან სულ ვთქვიფოთ. დავუმატოთ ვანილი, შემდეგ კი თითო-თითო კოვზი შერეული ფქვილი და სახამებელი. დავუმატოთ ლიმონის წვენშ გახსნილი სოდა.
კარაქი გავალღვოთ დაბალ ცეცხლზე, დავუმატოთ რძე და ფრთხილად ჩავასხთ ეს ნაზავი ცომში. ნაზად მოვურიოთ და გადავიტანოთ საცხობ ფორმაში. ფორმას წინასწარ საცხობი ქაღალდი ჩავუფინოთ.
გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთი.
გაგრილებული ბისკვიტი გავჭრათ ორ ფენად. ქვედას წავუსვათ კრემი და დავაფაროთ მეორე ფენა.
მოვამზადოთ შოკოლადის მინანქარი: კარაქი და ნაღები მივიყვანოთ ადუღებამდე, დავუმატოთ დამტვრეული შოკოლადი, გარმოვდგათ ცეცხლიდან და კარგად მოვურიოთ, შოკოლადი სულ უნდა გადნეს. ერთგვაროვან მასას რომ მივიღებთ, მოვასხათ ჩვენ ტორტს ზევიდან. ცოტა გვერდებზე თუ ჩამოვიდა, არ იდარდოთ. ნამდვილი ბოსტონური ნამცხვარი ასე შინაურულად უნდა გამოიყურებოდეს.
გემრიელად მიირთვით!