top of page

სუპერ დეკადენტური ქაფქეიქები


შოკოლადის მოყვარულებისთვის ნამდვილი სამოთხე! შოკოლადის მძაფრი არომატები და გემოები და ყავის კრემის უნაზესი სტრუქტურა ამ თითქოს და მარტივ ნამცხვრებს საოცარ დესერტად გადააქცევს.

დაგვჭირდება:

75 გ კარაქი

250 გ შაქარი

1 კვერცხი

100 მლ ესპრესო

150 მლ მაწონი

100 გ კაკაო

300 გ ფქვილი

1 ჩ.კ. სოდა

1 ს.კ. ლიმონის წვენი

კრემისთვის:

100 გ კარაქი

115 გ შაქრის პუდრა

70 გ შავი შოკოლადი

50 გ კაკაო

1-2 ჩ.კ. ხსნადი ყავა

დარბილებული კარაქი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, შემდეგ დავუმატოთ კვერცხი, მაწონი, ლიმონის წვენში გახსნილი სოდა, კაკაო და ფქვილი.

მაფინების ფორმებში ჩავალაგოთ ქაღალდის ფორმები და შევავსოთ ისინი ცომით, ისე, რომ ფორმის 1/4 ცარიელი დარჩეს.

გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუნელში დაახლოებით 20 წუთი.

მოვამზადოთ კრემი: ოთახის ტემპერატურის კარაქი ავთქვიფოთ ერთი 5 წუთი. ნელ-ნელა დავუმატოთ კაკაო და შაქრის პუდრა, თან სულ ვთქვიფოთ.

შოკოლადი გავალღვოთ ორთქლზე და შევურიოთ ყავა. ყავა კარგად რომ გაიხსნება, ეს მასა გადავურიოთ კრემს. გამზადებული კრემი ერთი 40 წუთით შევინახოთ მაცივარში, შემდეგ კი მოვრთოთ გაგრილებული მაფინები.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page