ფრანგული ნუშის ნამცხვარი ფინანსიე
ჩვენ ერთხელ უკვე ვისაუბრეთ ფრანგული ნამცხვრის, ფინანსიეს (les financiers) შესახებ და გამოვაცხეთ კიდეც მაყვლის ფინანსიე.
დღეს კლასიკურ ფინანსიეს მოვამზადებთ, რომელის მთავარი ინგრედიენტი ნუშის ფქვილია (poudre d’amandes). სწორედ ამის გამო ნამცხვარს ძლიერი ნუშის გემო და არმატი აქვს.
შუაგულში ნოტიო, გვერდებზე ხრატუნა ფინანსიეს სხვა მარტივი, ბანალური ნამცხვრებისგან განსხვავებით ნამდვილი ფრანგული შარმი აქვს.
დაგვჭირდება:
100 გ კარაქი
150 გ შაქრის პუდრა
4 კვერცის ცილა
50 გ ფქვილი
100 გ ნუშის ფქვილი (თუ მზა ფქვილს ვერ შეიძენთ, უბრალოდ დაფქვით კანგაცლილი ნუში)
ვანილი
ნუშის ფანტელი
პირველ რიგში მოვამზადოთ ბერ ნუაზეტ- beurre noisette. ამისთვის კარაქი უნდა გავალღვოთ, მივიყვანოთ ადუღებამდე და შემდეგ გავაჩეროთ კიდე დაახლოებით 2 წუთი საშუალო ცეცხლზე. ამასობაში კარაქი გახდება ქარვისფერი. ყურადღებით იყავით, კარაქი არ უნდა დაიწვას, არ უნდა გამუქდეს ძალიან. ქარვისფერთან ერთად, კარაქი შეიძენს ძალიან სასიამოვნო თხილის არომატს. ეს კარაქი უნდა გადავწუროთ თხელ საწერში ან მარლაში და შევაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე.
ფქვილი, ნუშის ფქვილი, და შაქრის პუდრა შევურიოთ ერთმანეთს. დავუმატოთ კარაქი და კარგად მოვურიოთ.
ცალკე კარგად ავთქვიფოთ კვერცხის ცილა, დავუმატოთ ფქვილის და შაქრის ნაზავი და მოვურიოთ. შემდეგ დავუმატოთ ვანილი.
შევავსოთ ცომით ფინანსიეს ფორმები3/4 და გამოვაცხოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი.
ოდნავ შევაგრილოთ ნამცხვარი და გადმოვიღოთ ფორმებიდან. მოვაყაროთ პუდრა ან ნუშის ფანტელი.
Bon appétit!