ცუკინის კიში
მოვამზადოთ გემრიელი და ჯანსაღი ლანჩი ან თუნდაც ვახშამი. ეს კიში მსუბიქი და ნოყიერია, ასე რომ თამამად შეგიძლიათ ვახშამზეც მიირთვათ.
დაგვჭირდება:
1 ჭიქა ფქვილი
2 ბუგარული
2 ყაბახი
2 კვერცხი
100 გ კარაქი
50 გ რომელიმე მყარი ყველი
300 მლ რძე
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მარილი
წიწაკების მიქსი
ფქვილი და ცივი კარაქი ავკეპოთ, დავუმატოთ ცოტა ცივი წყალი, ისე, რომ მოიზილოს ცომი. გამზადებული ცომი შევდოთ მაცივარში დაახლოებით 30-40 წუთით.
ამის შემდეგ, ცომი გავაბრტყელოთ და ჩავდოთ ტარტის ფორმაში. დავჩხვლიტოთ ჩანგლით და გამოვაცხოთ ერთი 15 წუთი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.
ბულგარული წიწაკა დავჭრათ თხლად, მოვთუშოთ ზეითუნის ზეთში, დავუმატოთ მარილი, წიწაკები.
ყაბახი დავჭრათ რგოლებად და მოვწალოთ 1-2 წუთი მარილიან წყალში. შემდეგ გადავავლოთ ცივი წყალი და გადავწუროთ.
გამომცხვარ ტარტზე გავანაწილოთ ბულგარული, შემდეგ დავალაგოთ ყაბახის რგოლები.
კვერცხი ავთქვიფოთ, დავუმატოთ რძე, მარილი, წიწაკები, გახეხილი ყველი და მოვასხათ ეს მასა ტარტს.
გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20-30 წუთი.
გემრიელად მიირთვით!