top of page

მწვანე პომიდვრის მწნილი სუნელებით

რადგან დღევანდელი დღე ზამთრის მარაგს მოვუძღვენით, დედაჩემის ამ უგემრიელესი პომიდვრის მწნილის რეცეპტის გარეშე ვერ დაგტოვებთ. ერთხელაც შეწვით კარტოფილი, გამოაცხეთ მჭადი და გახსენით ეს პომიდვრის მწნილი- არაჩვეულებრივად გემრიელი და ძალიან მარტივი ვახშამი გამოგივათ.

5 კგ მწვანე პომიდორი

250 გ მარილი

1 კგ ხახვი

150 გ ნიორი

1 ს.კ. ხმელი სუნელი

1 ს.კ. ხმელი ქინძი

1 ს.კ. ზაფრანა

0,5 ლ რაფინირებული მზესუმზირის ზეთი

250 მლ ძმარი

პომიდორი დავჭრათ რგოლებად,მოვაყაროთ მარილი და დავტოვოთ ასე ერთი 8-10 საათით. ამის შემდეგ კარგად გავწუროთ, მოვაყაროთ ნახევერრგოლებად დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ნიორი და სუნელები. ზეთი და ძმარი ავურიოთ ერთად, წამოვადუღოთ და მოვასხათ პომიდორის.

გავანაწილოთ პომიდორი გასტერილებულ შუშის ქილებში და მოვხუფოთ. შევინახოთ გრილ ადგილას.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page