ფორთოხლის ჯემი ვანილით და დაროჩინით
კიდე ერთი ძალიან გემრიელი ჯემის რეცეპტი:
დაგვჭირდება:
5 ფორთოხალი
2 ლიმონი
1 კგ შაქარი
ვანილი ან ვანილის ესენცია
1-2 ჩხირი დარიჩინი
ფორთოხალს დავასხათ მდუღარე, გავაჩეროთ ასე 15 წუთი, შემდეგ გავავლოთ ცივი წყალი, გავაცალოთ მსხვილად ცედრა და გადავინახოთ.
ამის შემდეგ გავფცქვნათ, მოვაშოროთ კურკები, დავჭრათ და მოვაყაროთ შაქარი. აქვე დავამატოთ ლიმონის წვენიც. დავტოვოთ ფორთოხალი ასე 2 საათით.
დარჩენილი ლიმონის მასა დავჭრათ წვრილად, მოვასხათ დაახლოებით 1 ლ წყალი და ავადუღოთ. ვადუღოთ ერთი 5 წუთი, შემდეგ კი გადავასხათ ეს წყალი, დავასხათ სუფთა და გავაგრძელოთ ლიმონის ხარშვა. ვხარშავთ სადღაც 1-1,5 საათი, შემდეგ კი გადავწურავთ ამ ნახარშს და დავუმატებთ ფორთოხალს. დარჩენილი ლიმონის მასა გადავაგდოთ.
ფორთოხლის მასას დავუმატოთ დარიჩინის ჩხირები და მოვხარშოთ კიდე ერთი 1,5 საათი. ამასობაში ჯემი დაიწყებს გასქელებას. ამის შემდეგ, ამოვიღოთ და გადავაგდოთ დარიჩინის ჩხირები და ჩავყაროთ ჯემში გადანახული ფორთოხლის ცედრა. მივიყვანოთ ჯემი აგუღებამდე და გამვრთოთ ქურა.
ცხელი ჯემი გადავიტანოთ გასტერილებულ შუშის ქილებში და მოვხუფოთ.
გემრიელად მიირთვით!