ცხარე წიწაკის მწნილი
ცხარე აპეტაიზერების მოყვარილებს კიდე ერთ რეცეპტს გთავაზბთ დედაჩემის რვეულიდან. ეს წიწაკის მწნილი ძალიან გემრიელი და პიკანტურია.
დაგვჭირდება:
5 კგ წიწაკა
250 გ ნიორი
1 კგ ნიახური
1 კგ ოხრახუში
1 ლ ზეთი
1 ლ ძმარი
3 ს.კ. შავი წიწაკის მუხუდო
5 ს.კ. მარილი
10-12 ცალი დაფნის ფოთოლი
წიწაკა გავრეცხოთ, მოვაცალოთ ყუნწები და თესლი.
ზეთი, ძმარი და მარილი ჩავასხათ მოზრდილ ქვაბში, ავადუღოთ და ჩავდოთ შიგნით წიწაკები ერთი 10 წუთით. შემდეგ ამოვიღოთ წიწაკები და ჩვდოთ ზეთში დაჭრილი მწვანილი, ნიორი, შავი წიწაკის მარცვლები და დაფნის ფოთოლი. ესეც ერთი 10 წუთი ვადუღოთ.
გასტერილებულ ქილებში ჩავალაგოთ მჭიდროდ ფენა-ფენა წიწაკები და მწვანილი. დავასხათ ზეთი და მოვხუფოთ ქილები.
გემრიელად მიირთვით!