გამომცხვარი კარტოფილი ბრუსელის კომბსტოთი და ყველით გაუდა15 нояб. 2016 г.1 мин. чтенияესეც ჩვენი დღევანდელი მსუბუქი და სასარგებლო ვახშამი. თან ძალიან გემრიელია. დაგვჭირდება:600 გ კარტოფილი300 გ ბრუსელის კომბოსტო100 გ ბეკონი (თუ ვეგეტარიანული კერძის მომზადება გსურთ, უბრალოდ ამოიღეთ ეს ინგრედიენტი)100 გ გახეხილი გაუდა200 მლ რძე200 მლ ნაღებიდანის წვერზე მუსკატიწიწაკების მიქსიმარილი ბეკონი დავჭრათ მომცრო ნაჭრებად და შევწვათ.კაროგფილი მოვწალოთ მარილწყალში, გავაგრილოთ და დავჭრათ მომცრო ნაჭრებად.ასევე, მოვწალოთ ბრუსელის კომბოსტო.ცეცხლგამძლე ჭურჭელში მოვათავსოთ კარტოფილი, ბეკონი, შემდეგ კმბოსტო.ავთქვიფოთ რძე და ნაჭრბი ერთად, დავუმატოთ მუსკატი, მარილი, წიწაკები და გახეხილი ყველი გაუდა.მოვასხათ ეს მასა კარტოფილს და კომბოსტოს და შევდოთ 180 გრადუუსამდე გახურებულ ღუმელშ დაახლოებით 25 წუთით. გემრიელად მიირთვით!
Комментарии