სალათი პასტით, ისპანახით, პომიდორი ჩერით და პარმეზანით
დაგვჭირდება:
500 გ პასტა (პენე, ფუზილი, ფარფალე)
250 გ პომიდორი ჩერი
300 გ ყველი რიკოტა (ან ნადუღი)
100 გ პარმეზანი
1 კონა ისპანახი
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 თავი ნიორი
მარილი
შავი წიწაკა
ნიორს მოვაჭრათ თავი, ისე, რომ გავაშიშვლოთ ლებნები. არ დავშალოთ. მოვათავსოთ ნიორი პატარა ცეცხლგამძლე ფიალაში, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 5 წუთით, რომ დარბილდეს. ამის შემდეგ, ცოტა შევაგრილოთ ნიორი, მოვაშოროთ ფუჩეჩი და დავსრისოთ ჩანგლით.
ისპანახი მოვწალოთ. ჩავყაროთ ზუსტად 2 წუთით მდუღარე წყალში, შემდეგ გავავლოთ ცივი წყალი და გადავწუროთ.
პასტა მოვხარშთ ალ დენტე. გადავწუროთ და შემოვინახოთ 200 მლ სითხე.
რიკოტას შევურიოთ გასრესილი ნიორი, დავუმატოთ შავიწიწაკა, მარილი, დავუმატოთ გადანახული ნახარში და მოვურიოთ, სანამ არ მივიღებთ ერთგავროვან მასას.
პასტას დავუმატოთ ისპანახი, შუაზე გაჭრილი პომიდორი ჩერი, მოვასხათ სოუსი, მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი და კარგად მოვურიოთ.
გემრიელად მიირთვით!