top of page

ღორის პორკეტა


ღორის ხორცის პორკეტა (ან პორჩეტა)- იტალიური კერძი, უგემრიელესი ღორის ხორცის რულეტი, რომელიც განსაკუთრებით კარგია სენდვიჩებში.

დაგვჭრდება:

1 კგ ღორის ხორცის კარეიკა

1 კგ ღორის ხორცი (მუცლის ნაწილი- კანიანი თხელი და ბრტყელი ნაჭერი)

2 კბილი ნიორი

1 ლიმონის ცედრა

1-2 ღერი როზმარინი

1-2 ღერი სალბი

2 ღერი ბეგქონდარა

2 ღერი კამა

მარილი

წიწაკების მიქსი

პირველ რიგში ღორის მუცლის ნაჭერი დავდოთ კანით ზევით და გავაკეთოტ კანზე რომბისებრი ნაჭრები. შემდეგ ამოვაბრუნოთ და დავდოთ კანით ქვევით. კანქვეში კი უნდა მოვათავოთ კულინარიული თოკის ნაჭრები, ყოველ 5 სმ.

მწვანილები, სუნელები, ნიორი და ლიმონის ცედრა ერთად დავაბლენდეროთ. და გადავუსვათ მუცლის ნაჭერს. კარეიკას მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და მოვათავსოთ გაშლილ ღორის მუცლის ნაჭერზე, შუაში. მოვაყაროთ დარჩენილი მწვანელიების მიქსი და გადავახვიოთ. შევკრათ თოკებით და შევდოთ მაცივარში 48 საათით. პორკეტა არ უნდა გავახვიოთ არაფერში, უნდ აგამოშრეს მაცივარში, ასე უკეთ გამოგვიცვება.

ამის შემდეგ ვაცხობთ ჩვენ პარკეტას 220-240 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი, შემდეგ კი დავუწიოთ ცეცხლს 160 გრადუსამდე და კიდე 2-3 საათი გავაგრძელოთ გამოცხობა.

გამზადებული პორკეტა დავჭრათ თხელ ნაჭრებად და მივირთვათ კარტოფილის გარნირთან ერთად ან მოვამზადოთ არაჩვეულებრივი სენდვიჩები.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page