სოკოს სუპი პრასით და კარტოფილით
დღეს მივამზადოთ წვნიანი ფრანგული ტექნიკით- ნაწილი დავაბლენდეროთ, სოკო და კარტოფილი კი დავტოვოთ ისე.
დაგვჭირდება:
3-4 კარტოფილი
300 გ სოკო (ტყის სოკო იდეალური იქნება, მაგრამ შამპინიონიც გამოდგება)
3 ღერი პრასი
50 გ ბეკონი (თუ ვეგეტარიანული სუპის მომზადება გსურთ, ამოიღეთ ეს ინგრედიენტი)
200 მლ ნაღები
20 გ კარაქი
დანის წვერზე ბეგქონდარა
შავი წიწაკა
მარილი
კარაქში ოდნავ მოვთუშოთ სოკო და გადავდოთ. შემდეგ იიგვე ტაფაზე მოვთუშოთ ბეკონი და პრასი, დავუმატოთ 1,5 ლ წყალი, მივიყვანოთ ადუღებამდე და დავაბლენდეროთ. ჩავყაროთ დაჭრილი კარტოფილი და სოკო და ვხარშოთ, სანამ კარტოფილი არ მოიხარშება. ამის შემდეგ დავუმატოთ ნაღები, მარილი, შავი წიწაკა, ბეგქონდარა და მივიყვანოთ ადუღებამდე.
გემრიელად მიირთვით!