top of page

სტაფილოს ნამცხვარი


პირდაპირ გეტყვით, ასეთ უცნაურ შეხამებებს, ყოველთვის ორაზროვანი დამოკიდებულება მიჩნდება. ერთის მხრივ, უცნაურ შეხამებებს სიფრთხილით ვეკიდები. ამავე დროს, ყოველთვის მაინტერესებს და მიყვარს კულინარიული ექსპერიმენტები, რადგან ვფიქრობ, რომ სწორედ ასე იქმნება ახალი პატარა და დიდი შედევრები.

სწორედ ასეთ პატარა შედევრებს მიეკუთვნება ჩვენი დღევანდელი ნამცხვარი. სტაფილო ჩვენ ჩემთხვევაში არა მთავარ, არამედ მეორეხარისხოვან, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ის ნამცხვარს განსაკუთრებულ საინტერესო, ფხვიერ სტრუქტურას და გემოს ანიჭებს.

დაგვჭირდება:

3 კვერცხი

200 გ შაქარი (უმჯობესია, ყავისფერი)

160 მლ მცენარეული ზეთი (ზეითუნის, სიმინდის ან, ნიგვზის ზეთი, რომელიც ცოტა ძვირი კი არის, მაგრამ საოცრად კარგია ამ შემთხვევაში)

2-3 ს.კ. მაწონი

250 გ ფქვილი

მწოკვი მარილი

სოდა

1 ს.კ. ლიმონის წვენი

ვანილი

2 ჩ.კ. დარიჩინი

დანის წვერზე- მუსკატი

250 გ სტაფილო

100 გ პეკანი (ან ნიგოზი, თუ პეკანს ვერ იშოვით)

მინანქრისთვის:

200 გ მაღალი ცხომიანობის არაჟანი

100 გ შაქრის პუდრა

ნახევარი ლაიმის ცედრა და წვენი

კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, შემდეგ დავუმატოთ ზეთი, მოვურიოთ. დავუმატოთ მაწონი, ლიმონის წვენშ გახსნილი სოდა, მარილი, ვანილი, დარიჩინი, მუსკატი და ფქვილი. კარგად მოვურიოთ და დავუმატოთ გახეხილი ან დაბლენდერებული სტაფილო, წვრილად დაჭრილი პეკანი და კიდე მოვურიოთ.

მოვამზადოთ საცხობი ფორმა. თუ გაქვთ სპეციალური კექსის ფორმა, გავუკეთოთ მას ე.წ. "ფრანგული პერანგი"- კარგად წაუსვით კარაქი, შემდეგ მოვაყაროთ 1 ს.კ. ფქვლი და დავფერთხოთ ისე, რომ განაწილდეს მთელ ზედაპირზე. ზედმეტი ფქვილი მოვაშოროთ. ასე დამუშავებული ფორმა არ მიიკრობს ცომს და მისი გადმოტანა ადვილი იქნება.

ცომი ჩავასხათ ფორმაში და შევდოთ 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45 წუთით.

მინანქრისთვის ჯერ შაქრის პუდრა და ლაიმის წვენი და ცედრა კარგად ავურიოთ,შემდეგ კი შევათქვიფოთ არაჟანი.

მოვასხათ მინანქარი გაგრილებულ ნამცხვარს და მოვრთოთ ლაიმით, პიტნით ან პეკანით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page