top of page

ქათამი თაფლის, ლიმონის და სეზამის საკმაზით


დღეს ჩინური სამზარეულოს ერთ-ერთი კერძის გამარტივებულ ვარიანტს შემოგთავაზებთ. ოღონდ არ იფიქროთ, რომ ეს გამარტივება გემოზე უარყოფითად აისახება. ჩვენი კერძი ტრადიციულად მარტივი და ძალიან გემრიელია.

დაგვჭირდება: 500 გ ქათმის ფილე 50 მლ სოიოს სოუსი 1 ლიმონი

1 ლაიმი

1 ჩ.კ. გახეხილი ჯინჯერი 2 ს.კ. თაფლი

1 კბილი ნიორი 50 გრ სეზამის მარცვლები 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი

2-3 ღერი მწვანე ხახვი

მარილი

შავი წიწაკა

ქათმის ფილე დავჭრათ მომცრო ნაჭრებად და ჩავდოთ შუშის ან ემაირებულ ჭურჭელში.

მოვამზადოთ მარინადი. წვრილად დავჭრათ ან დავჭყლიტოთ ნიორი, გავხეხოთ ჯინჯერი დავუმატოთ სოიოს სოუსი, თაფლი, ლიმონის და ლაიმის წვენი და ცედრა. კარგად მოვურიოთ, დავამარილოთ ფრთხილად, არდგან სოიოს სოუის ისედაც მარილიანია.

ჩავდოთ ქათამი ამ მარინადში მინიმუმ 40 წუთით, უმჯობესია 1-2 საათით. გადავაფაროთ პლასტიკი და შევდოთ მაცივარში.

სეზამის მარცვლები ოდნავ მოვხალოთ ტაფაზე.

გავახუროთ სქელძირიანი ტაფა, დავასხათ ზეთი. ამოვიღოთ ქათამი მარინადიდან და შევწვათ ხორცი ორივე მხრიდან დაახლოებით 5 წუთი. მარინადმა საკმაოდ დაარბილა ხორცი და ის ძალიან მალე მზადდება.

როცა ქათამი შეიწვება, მოვაყაროთ შავი წიწაკა, მოვასხათ ერთი 100-150 მლ დაგაწურული მარინადი, კარგად მოვურიოთ და ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 10 წუთი. ბოლოს დავუმატოთ სეზამის მარცვლები, კარგად მოვურიოთ და გამოვრთოთ ქურა. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი (ვიყენებთ მხოლოდ მწვანე ნაწილს). გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page