top of page

შოკოლადის და ყავის ტარტი მასკარპონეს კრემით


პარასკევს საღამოს საოცარ დესერტს გთავაზობთ.

ცომისთვის დაგვჭირდება:

200 გ ფქვილი

125 გ კარაქი

40 გ შაქარი

1 კვერცხი

მწიკვი მარილი

25 გ კაკაო

50გ თხილი (ნიგოზი, პეკანი ან ნუში, თქვენი გემოვნებით)

შოკოლადის შიგთავსისთვის:

200 გ შავი შოკოლადი

1-2 ს.კ. ხსნადი ყავა

300 მლ ნაღები (33%)

20 გ კარაქი

2 კვერცხი

კრემისთვის:

500 გ მასკარპონე

300 გ ნაღები(33%)

ვანილი

2-3 ს.კ. შაქრის პუდრა

თხილი დავაბლენდეროთ, დავუმატოთ ფქვილს. შემდეგ დავუმატოთ კაკაო, შაქარი, შემდეგ ჩავაჭრათ ცივი კარაქი, დავუმატოთ მარილი, კვერცხი და მოვზილოთ ცომი. გადავაკრათ პლასტიკი და შევინახოთ მაცივარში ერთი საათით.

შემდეგ გამოვიღოთ მაცივრიდან და გავანაწილოთ პატარა ტარტების ფორმებში. გამოვაცხოთ 10 წუთი 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.

ამასბაში მოვამზადოთ შოკოლადის შიგთავსი: ნაღებს დავამატოთ დამტვრეული შოკოლადის ფილა, ყავა და კარაქი. ეს ყველაფერი შევთბოთ საშუალო ცეცხლზე, სანამ არ გალღვება და არ გახდება ერთგვაროვანი. შემდეგ გადმოვდგათ ქურიდან და შევათვიფოთ კვერცხი.

გამზადებული შოკოლადის შიგთავსი გადავანაწილოთ გამომცხვარ ძირზე დაისევ შევდოთ ღუმელში დაახლოებით 5-10 წუთით.

ამის შემდეგ კარგად გავაგრილოთ ტარტები და შევდოთ მაცივარში ერთი-ორი საათით.

მასკარპონე ავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან და ვანილთან ერთად. ცალკე ავთქვიფოთ კარგად გაციებული ნაღები. შემდეგ შევურიოთ ეს ორი მასა ერთმანეთს და მოვრთოთ ტარტი. ზევიდან მოვაყაროთ კაკაო.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page