top of page

ბისკი ბეკონით, გამომცხვარი კარტოფილით და ყველით


ბისკი- სქელი არომატული ზღვის პროდუქტის წვნიანია, რომელსაც ხშირად ალკოჰოლს უმატებან. სახელწოდება ესპანური, ბასკური პროვინცია ბისკაიადან მოდის. თავდაპირველად, ესპანურ სამზარეულოში ბისკებს სცარე და ნოყიერს ფრინველის ნახარშს უწოდებდენ და მათ ყველთან და ლანგუსტებთან ერთად მიირთმევდენ.

ჩვენ დღეს მოვამზადებთ ბისკს ქათმის ბულიონით, გამომცხვარი კარტოფილით და ბეკონით. თავისთავად, ღვინოს და ყველასც გავითვალისწინებთ რეცეპტში.

დაგვჭირდება:

3-4 თხელი ნაჭერი ბეკონი

2 კარტოფილი

1 სტაფილო

1 თავი ხახვი

1 კბილი ნიორი

დანის წვერზე ბაზილიკი

2 ჭიქა ქათმის ბულიონი

1 ჭიქა მშრალი თეთრი ღვინო

1 ჭიქა ნაღები

3 ს.კ. ფქვილი

მარილი

შავი წიწაკა

0,5 ჩ.კ. ჩილის სოუსი

100 გ ყველი ასიაგო, ჩედერი ან ნებისმიერი, თვენი გემოვნებით

ცოტაოდენი ოხრახუში

კარტოფილი და სტაფილო დავჭრათ მომცრო ნაჭრებად და გამოვაცხოთ ღუმელში.

ბეკონი დავჭრათ მატარა ნაჭრებად და შევბრაწოთ.

იგივე ტაფაზე მივთუშოთ ხახვი და ნიორი, შემდეგ დავუმატოთ ფქვილი, მარილი, წიწაკა, ბაზილიკი. დავუმატოთ ღვინო, რომ აორთქლდება ალკოჰოლი დავუმატოთ ქათმის ბულიონი და მივიყვანოთ ადუღებამდე. დავუწიოთ ცეცხლს და ვხარშოთ ერთი 2 წუთი, შემდეგ კი დავუმატოთ კარტოფილი, სტაფილო, ჩილის სოუსი, მივიყვანოთ ადუღებამდე და დავუმატოთ ნაღები. ვხარშოთ კიდე ერთი ორი წუთი.

გამზადებული წვნიანი გავანაწილოთ პორციებად, მოვაყაროთ გახეხილი ყველი, ბეკონი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page