ბელაში- მარტივი ხორცის ღვეზელი
მოვამზადოთ ბელაშები- მრგვალი, ფუმფულა ხორცის ღვეზელები. სხვა ღვეზელებისგან მათ იოლად გამოარჩევთ , რადგან შუაგულში პატარა ხვრელი აქვთ. ამ ხვრელიდან ცხობის დროს ზედმეტი სითხე გამოდის და ორთქლდება, ამიტომ ცომი არ სევლდება და ღვეზელები ნამდვილად ძალიან გემრიელი გამოდის.
ცომისთის დაგვჭირდება:
500-600 გ ფქვილი
2 ჩ.კ. საფუარი
150 მლ რძე
150 მლ წყალი
1 ჩ.კ. მარილი
2 ჩ.კ. შაქარი
50 გ კარაქი
შიგთავსისთვის დაგვჭირდეა:
700-800 გ საქონლის ხორცი
1 მოზრდილი თავი ხახვი
2-3 კბილი ნიორი
შავი წიწაკა
მარილი
ამ ღვეზელბისთვის შეგიძლიათ ჩვეულებრივი მაწვნის ცომიც გამოიყენოთ, ნახევრადფენოვანიც, მაგრამ მე განსაკუთრებით მომცონს საფუარის ცომით მომზადებული ბელაშები. ერთ ძალიან მარტივ ხერხსაც გასწაით: თუ ძალიან გეზარებათ ცომის მომზადება, იყიდეთ გამზადებული ცომი თონეში, დაუმატეთ ერთი 50 გ რბილი კარაქი, გადაზილეთ და შემდეგ გამოიყენეთ, თუმცა თქვენ მომზადებულცომს მაიც არფერი ჯობია.
ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, შევურიოთ მარილი და საფუარი. შევათბოთ რძე, დავუმატოთ კარაქი,რომ გალღვება, შევურიოთ შაქარი და წყალი. სითხე უნდა იყოს ნელ-თბილი, ხელს არ უნდა გვწვავდეს. კარგად მოვურიოთ და დავუმატო თფქვილს. მოვზილოთ ცომი და დავოვოთ ერთი 2 საათით ამოსაფუებლად თბილ ადგილას.
ამის შემდეგ, მოვამზადოთ ფარში: ხორცი კარგად გავრეცხოთ და გავატაროთ საკეპ მანქანაში ხავხთან და ნიორთან ერთად. დავუმატოთ მარილი და წიწაკა, კარგდ მოვურიოთ.
ცომი დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად (დაახლოებით 20 ნაჭერი გამოვა), გავაბრტყელოთ და შუაგულში ჩავდოთ ფარში. მოვუკრათ პირი ისე, როგორც ხინკალს ვკრავთ, ოღონდ არ შევაერთოთ და არ გავუკეთოთ ჭიპი. უნდა დავტოვოთ პატარა ხვრელი, საიდანაც ცხობის დროს ზედმეტი ორთქლი გამოვა.
ბელაშები შევწვათ ბლომად სიმინდის ან მზესუმზირის ზეთში, ქელძირიან ტაფაზე, საშალო ცეცხლზე. ტაფაზე ბელაშები დავალაგოთ ხვრელით ქვემოთ, ერთმანეთისგან მოშორებით, რადგან ისინი ამოფუვდება და ზომაში გაიზრდება, შემდეგ ამოვაბრუნოთ.
გამომცხვარი ბელაშები ცოტა ხნით დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცებზე, ზედმეტი ზეთისგან რომ დაიწრიტოს.
ეს გემრიელი ღვეზელები ძალიან უყვართ უფროსებსაც და ბავშვებსაც. ისინი უხედაბ ფურშეტის სუფრასაც და ყოველდღიურ საუზმეს ან ვახშამს. ასევე განსაკუთრებით კარგია ისინი ხორცის ბულიონებთან ან სხვა სუპენთან ერთად. ამ შემთხვევაში თქვენი ჭირვეული შვილები წვნიანს არ გააპროტესტებენ.
გემრიელად მიირთვით!