top of page

ღორის ხორცის რულეტი მსხლით და ყველით


გვიახლოვდება დასვენების დღეები და გთავაზობთ ძალიან გემრიელ და ძალიან საინტერესო კერძს, რომელიც თქვენ სტუმრებს და ოჯახის წევრებს ძალიან მოეწონება.

დაგვჭირდება:

1 კგ ღორის ხორცის რბილი ხორცი

2 შედარებით მაგარი მსხალი

150 გ ყველი გაუდა

1 თავი ხახვი

1-2 ღერი ქონდარი

მარილი

შავი წიწაკა

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

ხორცი კარგადა გვარეცხოთ და გავშალოთ ისე, რომ მივიღოთ ბრტყელი (დაახლოებით 1სმ სისქის) ნაჭერი. კარგად წავუსვათ მარილი და წიწაკა ორივე მხრიდან.

ხახვი წვრილად დავღჭრათ და მოვთუშოთ ზეთში. შევურიოთ ქონდარი.

გადავუსვათ ხორცს ხახვის მასა, შემდეგ მოვაყაროთ თხლად დაჭრილი ყველი და მსხალი და შევახვიოთ რულეტივით. გადავკრათ რულეტი თოკებით და შევდოთ მთელი ღამით მაცივარში.

მეორე დღეს გამოვიღოთ ხორცი, გავაჩეროთ ერთი 20წუთი და შევდოთ 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 20 წუთით, შემდეგ კი ცეცხლს 160 გრადუსამდე გავუწიოთ და გავაგრძელოთ ხორცის გამოცხობა კიდე დაახლოებით 2 საათი.

გამზადებული ხორცი დავასვენოთ ერთი 15-20 წუთი და შემდეგ დავჭრათ.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page