top of page

ნიოკი მარინარას სოუსში


იტალიური ნიოკი (gnocchi) ჩვენ არაერთხელ მოვამზადეთ სხვადასხვა სოუსებთან ერთად და მას კარგი გამოხმაურებაც მოყვა. ამიტომ დღეს იტალიური სამზარეულოს კიდე ერთ მარტივ და გემრიელ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

​დაგვჭირდება:

500 გ კარტოფილი

1 კვერცხი

150 გ ფქვილი

1 ჩ.კ. მარილი

10 ცალი ჩერი პომიდორი

50-100 გ გახეხილი პარმეზანი

ბაზილიკის ფოთლები

20 გ კარაქი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

100 მლ მაღალცხიმიანი ნაღები

მარილი

შავი წიწაკა

კარტოფილი მოვხარშოთ თავის კანიანა, გავფცქვნათ და თბილი გავატაროთ ან დავტკეპნოთ. დავუმატოთ კვერცხი, მარილი, ნელ-ნელა ფქვილი და მოვზოლოთ ცომი. ცომი გავაბრტყელოთ თითის სისქე ლენტებად და დავჭრათ პატარა ნაჭრებად.

ავადუღოთ წყალი, დავამატოთ ოდნავ მარილი და მოვხარშოთ ნიოკი პორციებად. ვხარშავთ დაახლოებით 10 წამი, როგორც კი ამოტივტივდება ზედაპირზე-მზადაა.

შემდეგ ტაფაზე გავახუროთ ზეთი, დავუმატოთ კარაქი და გადავიტანოთ ამ ტაფაზე ჩვენი ნიოკი. ცოტა რომ დაიბრაწება ყველა მხრიდან, დავუმატოთ მარინარას სოუსი, კარგად მოვურიოთ, ვთუშოთ ერთი-ორი წუთი და გამოვღტთ ქურა. გამზადებულ ნიოკის მოვაყაროთ წიწაკა,გახეხილი პარმეზანი, მოვურიოთ. ბოლოს დავუმატოთ ათქვეფილი ნაღები (შეგიძლაით არ მოურიოთ და გინდასავით დავადოთ ზევიდან თეფშზე), მოვაყაროთ ბაზილიკის ფოთლები.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page