გრილზე შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტოს სუპი
დღეს მოვამზადებთ ჯანსაღ და გემრიელ წვნიანს ყვავილოვანი კომბოსტოთი, რომელსაც შევაზავებთ ქარით და ქოქოსის რძით.
დაგვჭირდება:
1 თვაი ყვავილოვანი კომბოსტო
1 თავი ხახვი
2-3 ღერი მწვანე ხახვი
1 ცხარე მწვანე წიწაკა
1 ჩ.კ. ქარის ფხვნილი
პატარა კონა ბაზილიკი ან ოხრახუში
1 ლიმონი
250 მლ ქოქოსის რძე
მარილი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
10 გ კარაქი
150 მლ თეთრი მშრალი ღვინო
პირველ რიგში კომბოსტო დავანაწევროთ, მოვათავსოთ ჯამში, მოვასხათ ზეთი და კარაგდ მოვურიოთ. შემდეგ გადავიტანოთ კომბოსტო გრილზე და შევწვათ ან გამოვაცხოთ ღუმელში. კომბოსტო უდა გაოქროსფერდეს.
სქელძირიან ქავბში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი კარაქში, შემდეგ დავუმატოთ ქარის ფხვნილი, ღვინო და გავაგრძელოთ მოთუშვა მანამდე, სანამ ღვინო თითქმის სულ არ აორთქლდება.
ამის შემდეგ, დავუმატოთ გამომცხვარი კომბოსტო (ცოტაოდენი გადავინახოთ). დავასხათ 2 ჭიქა წყალი და მივიყვანოთ ადუღებმადე. ვხარშოთ ერთი 5 წუთი, შემდეგ დავუმატოთ ქოქოსის რძე და ისევ მივიყვანოთ ადუღებამდე, მაგრამ არ ვადუღოთ. გამოვრთოთ ქურა და დავაბლენდეროთ ჩვენი წვნიანი. დავუმატოთ მარილი, კარგად მოვურიოთ და გადავიტანოთ პორციულ თეფშებზე.
ზევიდან ყველა ულუფას მოვაყაროთ გადანახული კომბოსტო, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ცხარე წიწაკა (სურვილისამებრ) და ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით!