100 გ რომელიმე მყარი ყველი (გრუიერი, პარმეზანი ან, სულაც, მაგარი სულგუნი-თქვენი გემვნებით)
50 გ ბეკონი
1 კბილი ნიორი
დანის წვერზე ბეგქონდარა
დანის წვერზე როზმარინი
2 ს.კ. ფქვილი
მარილი
გათლილი კარტოფილი მოვხარშოთ, მარილი, წიწაკა და დავსრისოთ. დავუმატოთ გახეხილი ყველი, დაჭყლეტილი ნიორი, როზმარინი და ბეგქონდარა.
კვერცხის გულები და ცილები გავაცალკაოთ, ულები შევურიოთ კარტოფილს, ხოლო. ცილები კარგად ავთქვიფოთ და ამის შემდეგ ფრთხილად შევურიოთ კარტოფილის მასას.
ცეფცხლგამძლე პატარა ფორმებში გავანაწილოთ კარაქი, ისე, რომ მთელი ზედაპირი დავფაროთ, შემდეგ კი შევავსოთ კარტოფილის მასით. ბეკნი ძალიან წვრილად დავჭრათ და მოვაყაროთ ზევიდან.
შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45 წუთით. ამასობაში კარტოფილი გაოქროსფერდება.