მაროკოული გუფთები
დღეს მაროკოში ვიმოგზაურებთ და მოვამზადებთ არომატულ და გემრიელ გუფთებს.
დაგვჭირდება:
600 გ ხორცის ფარში (საქონლის ან შერეული)
1 ჩ.კ. ძირა (ნახევარი ფარშში, ნახევარი სოუსიში)
1 ჩ.კ. პაპრიკა
0,5 ჩ.კ. ჯინჯერი
დანის წვერზე-ზაფრანა
ჩილის სოუსი
1 დიდი ქილა კანგაცლილი პომიდორი თავის წვენში
2 ს.კ. ტომატ-პასტა
3-4 კბილი ნიორი
1 დაფნის ფოთოლი
1ჩ.კ. შაქარი
1 პატარა ქილა ზეთის ხილი
4 კვერცხი
80 გ კარაქი
2 ს.კ.ზეთი
მარილი
წიწაკა
ხახვი და ნიორი ძალიან წვრილად დავჭრათ, მოვთუშოთ ზეთში და კარაქში, დავუმატოთ ძირა, ზაფრანა, ჯინჯერი, დაფნის ფოთოლი, შემდეგ პომიდორი თავის წვენში, შაქარი, მარილი, წიწაკა, ჩილის სოუსი. ვთუშოთ ერთად ერთი 10 წუთი, შემდეგ ამოვიღოთ დაფნის ფოთოლი, დავუმატოთ ერთი ჭიქა წყალი და მივიყვანოთ ადურებამდე.
ფარშს დავუმატოთ პაპრიკა, ძირა, მარილი და წიწაკა, კარგად მოვურიოთ და გამოვძერწოთ პატარა გუფთები. ჩავალაგოთ ეს გუფთები მდუღარე სოუსში და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე ერთი 10 წუთი.
ამის შემდეგ, ჩავახალოთ კვერცხი, დავუმატოთ ზეთისხილი და კიდე ერთი 5-10 წუთი ვხარშოთ. გამოვრთოთ ქურა და დავაფაროთ თავსახური. ერთი 5 წუთი დავასვეოთ.
გემრიელად მიირთვით!