top of page

პიტნის და შოკოლადის ქაფქეიქები

შოკოლდის და პიტნის შეხამება გულგრილს თითქმის არავის დატოვებს. ჩვენი დღევანდელი ქაფქეიქებიც ბევრი ტკბილეულის მოყვარულის გულს მოიგებს. თან მათი მომზადება ძალიან ადვილია.

ცომისთვის დაგვჭირდება:

200 გ კარაქი

200 გ შაქარი

3 კვერცხი

150 მლ რძე

150 მლ მაწონი

2 ფილა შავი შოკოლადი

300 გ ფქვილი

1 ჩ.კ. სოდა ძმრით

ვანილი

2 ს.კ. პიტნის სიროპი ან ლიქიორი

კრემისთვის:

300 მლ 33% ნაღები

250 გ მასკარპონე

70 გ შაქრის პუდრა

2 ს.კ. პიტნის სიროპი

1 ჩ.კ. ჟელატინი

2 ს.კ. წყალი

კარაქი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, მაწონი, სოდა ძმრით, ვანილი, პიტნის სიროპი. შოკოლადი გავალღვოთ ორთქლზე რძესთან ერთად და ისიც დავუმატოთ ამ მასას. ბოლოს დავუმატოთ ფქვილი. კარგად მოვურიოთ და გავანაწილოთ მაფინების ფორმებში, რომელბსაც წინასწარ ქაღალდის ფორმებს ჩავუფენთ. ფორმები ბოლომდე არ ავავსოთ, რადგან მაფინები ამოვა.

გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებიტ 25 წუთი.

სანამ ქაფქეიქები გრილდება, შევუდგეთ კრემის მომზადებას: ჟელატინი ჩავალბოთ წყალში, შემდეგ როცა გაღვივდება, დაბალ ცეცხლზე გავადნოთ.

ნაღები კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ შაქრის პუდრა, მასკარპონე, პიტნის სიროპი და ავთქვიფოთ, სანამ არ მივიღებთ ერთგვარვან მასას. დავუმატოთ ამ მასას ჟელატინი და კიდე კარგად ავთქვიფოთ. შეგვიძლია უფრო მკვეთრი წვანე ფერისთვის დავუმატოთ საკვები საღებავი. შევდოთ ერთი 10 წუთით მაცივარში.

ამის შემდეგ, მოვრთოთ ჩვენი ქაფქეიქები კრემით და მოვაყაროთ შოკოლადი ან პიტნის ფოთლები.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page