პომიდვრის სუპი ყველის ტორტელინით
კომფორტული და გემრიელი სადილი ცივი დრეებისთვის- ტომატის სუპი ყველის ტორტელინით. უკეტესს ვერც ინატრებ!
დაგვჭირდება:
1 პატარა კონა ისპანახი
1-2 სტაფილო
პატარა კონა ნიახური
1-2 თავი ხახვი
2-3კბილი ნიორი
პატარა კონა ბაზილიკი (ან დანის წვერზე- ხმელი)
1-2ღერი ბეგქონდარა (ან დანის წვერზე- ხმელი)
დაფნის ფოთოლი
1 ქილა კანგაცლილი პომიდრი თავის წვენში
1 ს.კ. ტომატ-პასტა
1 ჩ.კ. პაპრიკა
წიწაკების მიქსი
მარილი
2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
2 ს.კ. კარაქი
150 მლ ნაღები
100 გ პარმეზანი
100 გ მოცარელა (ან სულგუნი)
100 გ რიკოტა (ან ნადუღი, ან სულაც, იმერული ყველი)
100 მლ თეთრი მშრალი ღვინო
მოვამზადოთ ცომი ტორტელინისთვის ჩვენი რეცეპტით.
შემდეგ ცოტაოდენ ზეითუნის ზეთში მოვთუშოთ დაჭყლეტილი ნიორი, დავუმატოთ ისპანახი (რამდენიმე ფოთოლი შემოვინახოთ). შევაგრილოთ ისპანახი, დავუმატოთ ბაზილიკი და ბეგქონდარა, მარილი, წიწაკებბი, რიკოტა (ცოტაოდენო გადავინახოთ), მოცარელა და პარმეზანი. გამოვძერწოთ ტორტელინი ყველის და ისპანახის შიგთავსით და გადავდოთ ცოტა ხნით.
ხახვი დავჭრათ და მოვთუშოთ კარაქში და ზეთში, შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და მოვთუშოთ ერთად. დავუმატოთ წვრილად დაჭირლი ნიახური, ოდნავ მოვთუშთ და დავასხათ ღვინო. ალკოჰოლი რომ აორთქლდება, დავუმატოთ კანგაცლილი პომიდორი, დაფნის ფთოლი, პაპრიკა, გადანახული ისპანახი და წყალში გახსნილი ტომატ-პასტა. შევავსოთ წყლით (დაახლოებით 1 ლიტრამდე დავიმატოთ) და ვადუღოთ დაახლოებით 10 წუთი. მდუღარეში ჩავყაროთ ტორტელინი, ვადუღოთ ერთი 3 წუთი, შემდეგ კი დავუმატოთ ნაღები, კარგად მოვურიოთ და ესეც მივიყვანოთ ადუღებამდე. დავუმატოთ მარილი და წიწაკები და გამოვრთოთ ქურა. გამზადებულ წვნიანს მირთმევის წიმ მოვაყაროთ გადანახული პარმეზანი.
გემრიელად მიირთვით!