სტაფიოს კრემ-სუპი ფორთოხლით
რადგან ამ დღეებში ფორთოხლის თემა გავქვს, ერთისაინტერესო წვნიანის რეცეპტიც მინდა შემოგთავაზოთ.
ცოტა უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ წვნიანში ფორთოხლის გამოყენება, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან გემრიელი და არომატულია.
დაგვჭირდება:
500 გ სტაფილი
3 ფორთოხლის წვენი
ნახევარი ფორთოხლის ცედრა
1 თავი ხახვი
1 ს.კ. გახეხილი ჯინჯერი
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
10 გ კარაქი
დანის წვერზე ბეგქნდარა
მარილი
წიწაკების მიქსი
ცოტაოდენი ოხრახუში წვრილად დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ ზეთში და კარაქში, შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო, ცოტა რომ შერბილდება, დავუმატოთ ბეგქონდარა, ჯინჯერი და დაახლოებით 500 მლ წყალი. ვხარშოთ სუპი დაახლოებით 25 წუთი.
ამის შემდეგ, დავაბლენდეროთ, ჩავასხათ ფორთოხლის წვენი, ცედრა და ისევ მივიყვანოთ ადუღებამდე. გამოვრთოთ ქურა, დავუმატოთ მარილი და წიწაკები.
წვნიანს განსაკუთრებთ უხდება ნივრიანი და სუნელებიანი ორცხობილები.
გემრიელად მიირთვით!