ფორთოხლით და როზმარინით გლაზირებული ორაგული
ვაგრძელებთ ფორთოხლის თემას უგემრიელესი ორაგულის სტეიკის რეცეპტით ნამდვილი გურმანებისთვის.
დაგვჭირდება:
4 ნაჭერი ორაგულის სტეიკი
2 კბილი ნიორი
1 ჩ.კ. ფორთოხლის ცედრა
2-3 ღერი ცოცხალი როზმარინი
1 ლიმონის წვენი
1 ჩ.კ. სახამებელი
200 მლ ფორთოხლის წვენი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მარილი
შავი წიწაკა
ორაგულს მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან. გადავიტანოთ თეფშზე (უმჯობესია თეფში წინასწარ შევათბოთ).
ფორთოხლის და ლიმონის წვენში გავხსნათ სახამებელი.
პატარა ტაფაზე ოდნავ მოვხალოთ ნიორი ცოტაოდენ ზეითუნის ზეთში, როზმარინი, ფორთოხლის ცედრა, მოვურიოთ და დავასხათ ფორთოხლის წვენშi გახსნილი სახამებელი. მივიყვანოთ სოუსი ადუღებამდე, თან სულ ვურიოთ. დავუმატოთ მარილი და წიწაკა.
მოვასხათ სოუსი ჩვენ ორაგულს. ამ კერძს ძალიან მოუხდება ბრინჯის გარნირი.
გემრიელად მიირთვით!