top of page

ღუმელში გამომცხვარი ქათმის მკერდი ფორთოხლით


დაგვჭირდება:

4 ქათმის ფილე

30 მლ სოიოს სოუსი

ნახევარი ლიმონი

ნახევარი ფორთოხალი

დანის წვერზე ორეგანო

დანის წვერზე ბეგქნდარა

მარილი

წიწაკების მიქსი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

20 გ კარაქი

ქათმის ფილე კარგად გავრეცხოთ და ჩავდოთ წინასწარ მომზადებვულ მარინადში. მარინადისთვის სოისო სოუსს დავუმატოთ მარილი და წიწაკები, ორეგანო და ლიმონის წვენი. გავაჩეროთ ამ მარინადში ხორცი ერთი 2-3საათი, შემდეგ კი შევწვათ კარგადგახურებულ ტაფაზე ორივე მხრიდან ზეთში და კარაქში.

გადავიტანოთ ფილე ცეცხლგამძლე ჭურჭელში, გადავუსვათ სოისო სოუსის ნარჩენები და დავალაგოთ ზევიდან თხლად დაჭრილი ფორთოხლის ნაჭრები.

გამოვაცხოთ ფილე 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page