ვოკში მომზადებული ქათამი ჩინური ვერმიშელით
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავრცელებული კერძი- ვოკში შემწვარი ჩინური ვერმიშელია. მას ამზადებენ ბოსტნეულით, ხორცით, ქათმით. დღეს ჩვენც შევაზავებთ ვერმიშელს ქათმით და ბოსტნეულით.
დაგვჭირდება:
500 გ ჩინური ვერმიშელი
2 ქათმის მკერდი
3 კბილი ნიორი
1 ჩ.კ. გახეხილი ჯინჯერი
3 სტაფილო
100 გ სოკო შიტაკე (თუ ვერ იშოვით, შამპინიონით შეცვალეთ)
ნახევარი თავი ჩინური კომბპსტო
ჩილის წიწაკა
პატარა კონა მწვანე ხახვი
პატარა კონა ქინძი
50 გარაქისი
50 მლ არაქისის ან სეზამის ზეთი
3-4ს.კ. სოიოს სოუსი
2 ს.კ. თაფლი
1 ლაიმი
მარილი
ვერმიშელს დავასხათ მდუღარე და დავტოვოთ ერთი 3-5 წუთით. შემდეგ გადავწუროთ და გავავლოთ ცივი წყალი.
არაქისი ოდნავ მოვხალოთ.
ვოკი კარგად გავახუროთ, ჩავასხათ ზეთი და ჩავალაგოთ დაჭრილი ქათამი. შევწვათ კარგად, შემდეგ გადავდოთ ცალკე ჭურჭელში. ტაფაზე კი მოვათავსოთწვრილად დაჭრილი ნიორი, ჯინჯერი, ჩილი, შემდეგ დავუმატოთ წვრილად გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი (მხოლოდ მწვანე ნაწილი), სოკო და ვბრაწოთ, სანამ სოკო არ მომზადდება. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო, კარგად მოვურიოთ. შემდეგ დავუმატოთ სოისო სოუსი და თაფლი, კარგად მოვურიოთ და დავუმატოთ ვერმიშელი, ქათამი და ყველაფერი ერთად ვბრაწოთ კიდე 2-3 წუთი. ბოლოს დავუმატოთ მარილი, არაქისი, კარგად მოვურიოთ და გამოვრთოთ ქურა. გამზადებულ კერძს მოვაყაროთ ქინძი და დავაწუროთ ლაიმი.
გემრიელად მიირთვით!