ნუშის ხრაშუნა ორცხობილები შვრიით
დაგვჭირდება: 200 გრ კარაქი 200 გრ შაქარი 1 ვერცხი 100 გრ ფქვილი
150 გ დაფქული ნუში ვანილი 0.5 ჩ.კ. სოდა
1 ლიმონის წვენი ვანილი მწიკვი მარილი 250 გრ თხლად დაფქული გერკულესი
კარგად გავთქვიფოთ კარაქი, შაქარი, კვერცხი, ფქვილი, ნუში, ვანილი, სოდა და ლიმოის წვენი. ბოლოს დავუმატოთ გერკულესი და მოვზილოთ ცომი სველი ხელით. საცხობ სინს დავაფაროთ საცხობი ქაღალდი და დავსვათ პატარა გუნდები ერთმანეთისგან მოშორებით (გუნდები ღუმელში გაბრტყელდება და გაიზრდება ზომაში). გამოვაცხოთ 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 12-15 წუთი. გვერდები უნდა მოებრაწოს, გული დარჩება ოდნავ სველი. რომ გაცივდება და გამაგრდება ავიღოთ საცხობი ქაღალდიდან.
გემრიელად მიირთვით!