top of page

გოგრის ლაქსა


ლაქსა- ინდონეზიაში, სინგაპურში და მალაზიაშიაძალიან გავრცელებული ცხარე სუპია. მას, როგორც წესი, ზღვის პროდუქტით ან ქათმით ამზადებენ და ბრინჯის ლაპშას უმატებენ.

ჩვენ დღეს, სეზონიდან გამომდინარე, ცოტა განსხვავებულ ლაკსას მოვამზადებთ- გოგრით და ქათმის ბულიონით. გამოგვივა ძალიან საინტერესო და გემრიელი წვნიანი ხახსახა ფერებით და არომატებით.

დაგვჭირდება:

1 ლ ქათმის ბულიონი

1 პატარა გოგრა

1 თავი ხახვი

1 ს.კ. ქარის პასტა

1 ჩ.კ. გახეხილი ჯინჯერი

1 ლაიმის ცედრა და წვენი

1 პატარა კონა ქინძი

100 გ ბეინჯის ლაპშა (ჰიპერმარკეტებში იყიდება. თუ ვერ იშოვეთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივი პასტით შეცვალოთ)

100 გ მუხუდო (ნუტი)

500 მლ ქოქოსის რძე

1 წითელი ან მწვანე ცხარე წიწაკა

1 ბროწეული

მარილი

20 გ კარაქი

მუხუდო წინასწარ უნდა ჩავალბოთ წყალში (ერთი 3-4 საათით), შემდეგ კი გადავწუროთ, გავავლოთ სუფთა წყალი და მოვხარშოთ ერთი -ორი საათი, მზადყოფნამდე. თხლად დავჭრათ ხახვი და მოვთუშოთ კარაქში. შემდეგ დავუმატოთ ქარის პასტა, ჯინჯერი, ლაიმის ცედრა, ცოტა მოვთუშოთ ყველაფერი ერთად და დავუმატოთ დაჭრილი გოგრა, კარგად მოვურიოთ და დავასხათ ქათმის ბულიონი. ვადუღოთ ერთი 15-20 წუთი, სანამ გოგრა არ მომზადდება.

ბრინჯის ლაპშა ჩავალბოთ მდუღარეშ ერთი-ორი, გადავწუროთ და დავუმატოთ ჩვენ წვნიანს, აქვე დავუმატოთ ნუტი. ყველაფერი ერთად ვადუღოთ რამდენიმე წუთი, შემდეგ დავუმატოთ ქოქოსის რძე, მივიყვანოთ ადუღებამდე, დავუმატოთ მარილი და ლაიმის წვენი და გამოვრთოთ ქურა.

გამზადებულ წვნიანს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, გადმოვასხათ ფიალებში და სურვილისამებრ, მოვაყაროთ თხლად დაჭრილი ცხარე წიწაკა, ბროწეულის მარცვლები და გავაფორმოთ ლაიმით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page