top of page
Поиск

ავოკადოს და ციტრუსის სალათი

  • Manana
  • 10 дек. 2016 г.
  • 1 мин. чтения

დღეს ძალიან საინტერესო, არატრადიციული ციტრუსების სალათი გვაქვს მენიუში. აუცილებლად გირჩევთ გასინჯოთ. ძალიან გემრიელია და ძალიან გაახალისებს ბევრ სხვადასხვა კერძს. განსაკუთრებით კი გამოყვანილ თევზს ეხამება.

დაგვჭრდება:

1 ვარდისფერი მწიფე გრაიფრუტი

2 ფორთოხალი

1 წითელი ფორთოხალი

1 ლიმონი

2 ავოკადო

პატარა კონა პიტნა

პატარა კონა კამა

1 თავი ხახვი

3 ს.კ. ზეითუნის ზეთი

1 ს.კ. თაფლი

2 ს.კ. ძმარი

მარილი

ფერადი წიწაკა

ავიკადო დავჭრათ და მოვასხათ ლიმონის წვენი. ასე ავოკაო არ შეიცვლის ფერს.

გრეიფრუტი და ფორთოხალი გავფსქვნათ, მოვაშოროთ კანები და დავჭრათ თხელ რგოლებად და ნახევარრგოლებად. დავუმატოთ რგოლებად დაჭრილი ხახვი

კამა და პიტნაც დავჭრათ და დავუმატოთ სალათს.

თაფლი, ზეითუნის ზეთი, ძარი, მარილი და წიწაკა კარგად მოვურიოთ. და მოვასხათ ეს დრესინგი ჩვენ სალათს.

გემრიელად მიირთვით!

 
 
 
Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean

martividagemrieli.wix.com/goodfood

bottom of page