top of page

ვაშლის ნამცხვარი თაფლით

დაგვჭირდება:

3 კვერცხი

250 გ ყავისფერი შაქარი

100 გ კარაქი

მწიკვი მარილი

ვანილი

1 ჩ.კ. სოდა

1,5 ჭიქა ფქვილი

1 ლიმონის ცედრა და წვენი

4 ს.კ. თაფლი

3-4 მწვანე ვაშლი

შაქრის პუდრა

ვაშლი გავთალოთ და დავჭრათ თხლად. თაფლი და ლიმონის წვენი კარგად ავურიოთ ერთმანეთს, შემდეგ დავდგათ საშუალო ცეცხლზე და ჩავდოთ შიგნით ვაშლი. ვღუშოთ ასე 10-15 წუთი. შემდეგ გამოვრთოთ ქურა.

შაქარი და კარაქი კარჰად ავთქვიფოთ, დავუმატოთ ლიმონის ცედრა, ვანილი, კვერცხი, შემდეგ მარილი, სოდა და ფქვილი.

გადავიტანოთ ცომი ფორმაში, რომელშიც წინასწარ საცხობ ქაღალდს ჩავაფენთ. ამოვიღოთ ვაშლი სიროპიდან და დავალაგოთ ზევიდან ცომზე.

გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათი. გამოვიღოთ ნამცხვარი ღუმელიდან და მოვასხათ დარჩენილი სიროპი. გავაგრილოთ ფორმაშივე, შემდეგ მოვაყაროთ ცოტაოდენი შაქრის პუდრა და, სურვილისამებრ, დარიჩინი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page