სოკოს ლაზანია
კლასიკური ლაზანია ჩვენ ერთხელ მოვამზადეთ, დღეს ვახშამზე კიუგემრიელეს ვეგეტარიანულ ლაზანიას მოვამზადებთ, სოკოთი და ყველით
დაგვჭირდება:
1 შეკვრა ლაზანიას ფირფიტები
500 გ შამპინიონი ან პორტობელო
1 კონა ოხრახუში
300 გ მოცარელა
100 გ პარმეზანი
1-2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
ბეშამელის სოუსისთვის: 2 ს.კ. ფქვილი 100 გრ კარაქი 1 ლ რძე 1 მწიკვი მუსკატი
მარილი
შავი წიწაკა
სოკო დავღრათ თხად და მოვთუშოთ ცოტაოდენ ზეთში. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და კარგად მოვურიოთ.
მოვამზადოთ ბეშამელის სოუსი: რძეში ჩავამატოთ მუსკათი და წამოვადუღოთ. ცალკე თაფაზე გავადნოთ კარაქი (ფრთხილად, არ დაგეწვათ), დავუმატოთ ფქვილი, კარგად ავურიოთ და ოდნავ გავარდისფრებამდე მოვთუშოთ. შემდეგ ნელ-ნელა ჩავასხათ რძე, სულ ვურიოთ. მივიყვანოთ ეს სოუსი ადუღებამდე, დავუმატოთ ცოტა მარილი და გამოვრთოთ ქურა.
ავაწყოთ ლაზანია: მაღალპირიან ცეცხლგამძლე ოთხკუთხედ ფორმაშს მოვუსვათ კარაქი და დავფაროთ ლაზანიას ფირფიტებით, შემდეგ დავალაგოთ ერთი ფენა სოკო, მოვახეხოთ მოცარელა, მოვასხათ ბეშამელი და ისევ დავფაროთ ლაზანიას ფირფიტებით. ასე ვიმეორებთ და ვაკეთებთ კიდე 3-4 ფენას. უკანასკნელი ფენას მოვასხათ დარჩენილი ბეშამელი და მოვაყაროთ პარმეზანი. ფორმას გადავაფაროთ ფოლგა და შევდგათ ღუმელში. ვაცხობთ დაახლოებით 45-50 წუთი 180 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!