top of page

ფორთოხლის Gâteau de Crêpes- კრეპების ტორი


დღეს მოვამზადოთ კრეპის ტორტი (Gâteau de Crêpes) შვეიცარული მერენგით და ფრთოხლით.

კრეპებისთვის დაგვჭირდება:

1 ლ რძე

5-6 კვერცხი

დაახლოებით 250 გ ფქვილი

ზეთი

კრემისთვის დაგვჭირდება:

4 კვერცხის ცილა

200 გ შაქარი

200 გ კარაქი

1-2 ფორთოხალი

ჩვეულებრივი წესით გამოვაცხოთ 15-20 კრეპი, ხოლო კრემისთვის გთავაზობთ შვეიცარიული მერენგის და კარაქის კრემს ფორთოხლის ცედრით. თუმცა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა კრემიც თქვენი გემოვნებით- შანტილი, პატისიერი, ინგლისური კრემი და სხვ.

კრემის მოსამზადებლად ცილებს დავუიმატოთ შაქარი და შემვდგათ ეს მასა ორთქლზე. დავიწყოთ ათქვეფა. როცა შაქარი სრულად გადნება, გადმოვდგათ კრემი და გავაგრძელოთ მისი ათქვეფა, სანამ მყარ ბეზესავით მასას არ მივიღებთ.

ამის შემდეგ, ცოტ-ცოტა დავუმატოთ კარგად დარბილებული კარაქი და გავაგრძელოთ ათქვეფა. დავუმატოთ ერთი ფორთოხლის ცედრა და კვლავ ავთქვიფოთ.

გამზადებული კრემი წავუსვათ კრეპებს და ფენა-ფენა დავალაგოთ ერთმანეთზე. ზევიდან მოვრთოთ თხლად დაჭრილი ფორთოხლით და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page