ქათმის წვნიანი ტორტელინით და ნაღებით
ეს თბილი კრემისებრი სტრუქტურის ქათმის სუპი ტორტელინით, ცივ, მოღუშულ დღეს ნამდვილ დამამშვიდებელ ჯილდოთ შეიძლება იქცეს.
დაგვჭირდება:
1 მოზრდილი ქათამი
1 პატარა კონა ისპანახი
1 სტაფილო
1 მსხვილი ღერი პრასი
3-4 კბილი ნიორი
პატარა კონა ოხრახუში
2-3 ღერი ნიახური
0,5 ჩ.კ. ხმელი ბეგქონდარა
350 გ ყველის ტორტელინი
2 ს.კ. ფქვილი
დანის წვერზე-მუსკატი
40 გ კარაქი
300 მლ ნაღები
მარილი
ქათამი მოვხარშოთ, ბულიონი მივიყვანოთ 1ლიტრამდე, გადავწუროთ, ხოლო ხორცს მოვაშოროთ კანი და ძვლები, დავჭრათ მომცრო ნაჭრებად და გადავინახოთ.
წვრილად დავჭრათ პრასი და სტაფილო და მოვთუშოთ 20 გ კარაქში. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიახური, ნიორი, ბეგქონდარა, შემდეგ ისპანახი და კარგად მოვურიოთ. დავასხათ ქათმის ბულიონი და მივიყვანოთ ადუღებამდე.
ცალკე პატარა ტაფაზე გავალღვოთ კარაქი, დავუმატოთ ფქვილი და მოვთუშოთ. შემდეგ გვახსნათ ეს მასა პატარა ფიალაში ცხელ ბულიონში და ჩავასხათ ჩვენ სუპში. კარგად მოვურიოთ.რომ შესქელდება, ჩავყაროთ სუპში ტორტელინი და ვადუღოთ ერთი 3 წუთი. დავუმატოთ ნაღები, შევთბოთ. ბოლოს დავუმატოთ მუსკატი, მარილი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში. დავახუროთ თავსახური და გამოვრთოთ ქურა.
გემრიელად მიირთვით!