მსხლის დესერტი თხილეულით და თაფლით
ხვალინდელი დღესასწაულისთვის გემრიელ და საინტერესო დესერტს გთავაზობთ. მსხალი ჯერ მოვხარშო ღვინოში, შემდეგ კი გამოვაცხოთ ღუმელში.
დაგვჭირდება:
3 მაგარი მსხალი
500-600 მლ თეთრი სადესერტო ღვინო (ტვიში იდეალური იქნება)
1 ლიმონი
2 ჩხირი დარიჩინი
3-4 მარცვალი მიხაკი
3-4 მარცვალი კარდამონი
3 ს.კ. თაფლი
2 ს.კ. დაქუცმაცებული პეკანი ან ნიგოზი
მსხალიგავთალოთ ისე, რომ ყუნწები დავუტოვოთ და ჩავალაგოთ სქელძირიან ქვაბში. მოვასხათ ღვინო, დავუმატოთ დარიჩინი, მიხაკი, კარდამონი. ლიმონი გავჭრათ ექვს ნაწილად და ისიც დავუმატოთ. დავდგათ დაბალ ცეცხლზე. ვხარშოთ მსხალი ღვინოში, სანამ ცოტა არ შერბილდება, მაგრამ აუ უნდა ჩაგვეხარშოს.
ამის შემდეგ, ამოვიღოთ მსხალი ღვინიდან, გავჭრათ შუაზე და მოვიღოთ თესლი. მოვასხათ თაფლი, მოვაყაროთ პეკანი და შევდოთ ერთი 10 წუთით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.
გემრიელად მიირთვით!