top of page

ქათმის სუპი ბრინჯის ლაფშათი ტაილანდური მოტივებით


ამ წვნიანის ინსპირაცია ცნობილი ტაილანდური სუპი ტომ იამია. ვისაც ბანალური ქათმის წვნიანები მოგბეზრდათ, მიიღეთ ჩვენ ექპერიმენტში მონაწილეობა. ქათმის სუპს ჩვენ აზიური ნოტებით გავამდიდრებთ და ძალიან საინტერესო და გემრიელ ახალ კერძს მივიღებთ.

დაგვჭრდება:

1 ქათამი

1 თავი ხახვი

1 სტაფილო

3 პომიდორი ჩერი

100 გ შამპინიონი

4-5 კაფირ-ლაიმის ფოთოლი

1 ჩ.კ. ყვითელი ჯინჯერი გალანგალი

1 წიწაკა ჩილი

2 ლაიმი

1-2 ღერი მწვანე ხახვი

150 მლ ნაღები ან ქოქოსის რძე

ქათამი გავასუფთავოთ და მოვხარშოთ სტაფილოსთან, ქინძის ძირებთან, ხახვთან , გახეხილ ჯინჯერთან და ლაიმის ფოთლებთან ერთად. შემდეგ ბულიონი გადავწუროთ, ხოლო ხორცი დავანაწევროთ.

ბილიონს დავუმატოთ თხლად დაჭრილი შამპინიონი, შუაზე გაჭრილი პომიდორი ჩერი, ჩილი და მივიყვანოთ ადუღებამდე.

ბრინჯის ლაფშა ჩავალბოთ ცხელ წყალში ერთი-ორი წუთით, შემდეგ გადავწუროთ და დავუმატოთ სუპს, იქვე დავუმატოთ დაჭრილი ქათამი, მივიყვანოთ ადუღებამდე, დავუმატოთ ნაღები, შევათბოთ და ჩავაწუროთ ლაიმის წვენი.

გამზადებულ წვნიანს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და მწვანე ხახვი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page