top of page

ქათმის კოტლეტები ღვიძლის შიგთავსით


კოტლეტების უამრავი ვარიაციიდან დღეს კიდე ერთი ამოვარჩიეთ და ქათმის კოტლეტებს მოვამზადებთ საინტერესო და სასარგებლო შიგთავსით.

დაგვჭირდება:

500 გ ქათმის ფარში

100 გ ქატმის ღვიძლი

50 მლ ნაღები

50 გ შამპინიონი

100 გ საფანელი

50 მლ პორტვეინი

1 კვერცხის გული

100 გ კარაქი

მარილი

შავი წიწაკა

ღვიძლი მოვთუშოთ კარაქში და დავუმატოთ წვრილად დაჭრილი სოკო, მარილი, წიწაკა. მოვთუშთ ერთად და დავუმატოტ პორტვეინი. ალკოჰოლი რომ აორთქლდება,დავუმატოთ ნაღები, მივიყვანოთ ადუებამდე და გამოვრთოთ ქურა. ეს მასა დავაბლენდეროთ და გავაგრილოთ.

ქათმის ფარშს დავუმატოტ კვერცხი, მარილი, წიწაკა და გამოვძერწოთ კოტლეტები ისე, თან შიგნით ცოტაოდენი ღვიძლის მასა მოვაქციოთ.

ამოვავლოთ კოტლეტები საფანელში და შევწვათ სქელძირიან ტაფაზე, კარაქში, საშუალო ცეცხლზე.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page