top of page

ორაგული ლიმონით და პომიდორი ჩერით


ორაგული ის თევზია, რომლიც ყველანაირი ხერხით მომზადებული ძალიან გემრიელია. ჰოდა, ჩვენც დღეს ერთ-ერთ ვარიანტს გავაკეთებთ.

დაგვჭირდება:

800 გ ორაგულის ფილე

1 ფორთოხალი

1 ლიმონი ან ლაიმი

400 გ პომიდორი ჩერი

2 ს.კ. შაქარი

3 ს.კ. ზეითუნის ზეთი

წიწაკების მიქსი

მარილი

ფორთოხალს გავაცალოთ ცედრა, გამოვწუროთ წვენი. ჩავდთ ამ წვენში ორაგული და დავტოვოთ დაახლოებით 2 საათით.

პომიდორს მოვაყაროთ მარილი და წიწაკები, მოვასხათ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი და შევწვათ გრილზე ერთი 10 წუთი.

ორაგული ამოვიღოთ მარინადიდან და შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით. შემდეგ მოვაყაროთ მარილი და წიწაკები, გადავუსვათ ფორთოხლის ცედრა, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და შევწვათ გრილზე ჯერ კანით ქვევით, შემდეგ კი ამოვაბრუნოთ და ერთი 2 წუთი შევწვათ მეორე მხრიდან. შემწვარი ორაგული გადავიტანოთ დაფაზე, დავჭრათ, მივულაგოთ გრილზე შემწვარი პომიდორი და ოთახად გაჭრილი ლიმონი ან ლაიმი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page